რუსული სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედია Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებიდან რამდენიმე წუთში პოსტს ავრცელებს.
სიმონიანი კიდევ ერთხელ გამოდის ინიციატივით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღადგინოს.
“საქართველომ უარი უთხრა უკრაინას აფხაზეთში მეორე ფრონტის გახსნით დახმარებაზე. მოდით, უკვე გავხსნათ საჰაერო მიმოსვლა მათთვის“, - წერს სიმონიანი.
პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან საქართველოს მიმართ “უსაფუძვლლო ბრალდებები“ მას შემდეგ დაიწყოო, რაც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ აქ “არავითარი მეორე ფრონტი“ არ იქნება.
მისი მტკიცებით, უკრაინის ხელისუფლების სურვილია "მოლდოვასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა".